შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ოთარ ჩუბინიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო კონსერვატორია (პროფესორ კნუშევიცკის კლასი, ჩელო) 1965 წელს; 1967 წელს ასპირანტურა. 1965 წლიდან არის თბილისის სახელმწიფო ფილარმონიის სოლისტი; 1967 წლიდან თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგი; 1972 წლიდან უკრავდა საქართველოს სახელმწიფო სიმებიან კვარტეტში; მის საშემსრულებლო ხელოვნებას კარგად იცნობენ რუსეთის, გერმანიის, ჩეხეთის, ავსტრიის, საფრანგეთის, ფინეთის, ნორვეგიის, დანიის, იტალიის, ნიდერლანდების, ბელგიის, დიდი ბრიტანეთის, აშშ-ის და სხვა ქვეყნების მუსიკოსები და კლასიკური მუსიკის მოყვარულები. 1973 წელს ქალაქ ბუდაპეშტში ვაინერის სახელობის კვარტეტების საერთაშორისო კონკურსზე ოთარ ჩუბინიშვილს მიენიჭა ლაურეატის წოდება და პრემია უნგრული მუსიკის საუკეთესო შესრულებისათვის; 1990-1998 წლებში მოღვაწეობდა გერმანიაში. ვიოლონჩელისტი. წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – 1998-1999. - გვ.372; ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11. - თბ., 1987. -გვ. 165; წიგნი ღირსებისა: ტ. 6/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.229; amp.ka.shops-net.com ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |