შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნოდარ გაბუნია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ამაღლება, ვანის რაიონი. დაამთავრა ქალაქ ქუთაისის სასოფლო–სამეურნეო ინსტიტუტის (საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის) მექანიზაციის ფაკულტეტი 1958 წელს. 1962–1968წწ. იყო კ. ამირაჯიბის სახელობის მექანიზაციისა და ელექტროფიკაციის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის ჩაის მოვლა–მოყვანის კომპლექსური მექანიზაციის საპრობლემო ლაბორატორიაში მანქანათა თეორიული და ექსპერიმენტული კვლევის განყოფილების გამგის მოადგილე; 1968–1971წწ. იყო ჩაის კრეფის მექანიზაციის განყოფილების გამგე; 1971–1986წწ. მუშაობდა სამთო მიწათმოქმედებისა და საკონსტრუქტორო ტექნოლოგიის ინსტიტუტში. 1992 წლიდან იყო საქართველოს სასოფლი–სამეურნეო მანქანათმშენებლობის სამეცნიერო–კვლევითი და საკონსტრუქტორო–ტექნოლოგიური ინსტიტუტის გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე. ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1991). არის სასოფლო–სამეურნეო ტექნიკის საერთაშორისო გამოფენების მრავალგზის მონაწილე. დაჯილდოებულია რამდენიმე ოქროსა და ვერცხლის მედლით. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.525; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.246 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |