The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნოდარ გაბუნია

დაბადების თარიღი:23 აპრილი, 1936  (88 წლის)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ამაღლება, ვანის რაიონი.

დაამთავრა ქალაქ ქუთაისის სასოფლო–სამეურნეო ინსტიტუტის (საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის) მექანიზაციის ფაკულტეტი 1958 წელს.

1962–1968წწ. იყო კ. ამირაჯიბის სახელობის მექანიზაციისა და ელექტროფიკაციის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის ჩაის მოვლა–მოყვანის კომპლექსური მექანიზაციის საპრობლემო ლაბორატორიაში მანქანათა თეორიული და ექსპერიმენტული კვლევის განყოფილების გამგის მოადგილე; 1968–1971წწ. იყო ჩაის კრეფის მექანიზაციის განყოფილების გამგე; 1971–1986წწ. მუშაობდა სამთო მიწათმოქმედებისა და საკონსტრუქტორო ტექნოლოგიის ინსტიტუტში. 1992 წლიდან იყო საქართველოს სასოფლი–სამეურნეო მანქანათმშენებლობის სამეცნიერო–კვლევითი და საკონსტრუქტორო–ტექნოლოგიური ინსტიტუტის გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე. ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1991). არის სასოფლო–სამეურნეო ტექნიკის საერთაშორისო გამოფენების მრავალგზის მონაწილე. დაჯილდოებულია რამდენიმე ოქროსა და ვერცხლის მედლით.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.525; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.246

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • მანქანათმშენებლობის სამეცნიერო–საექსპერტო საბჭო, თავმჯდომარე (1993-)
  • საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია, წევრ–კორესპონდენტი (1994-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1999 - ღირსების ორდენი
    სასოფლო - სამეურნეო მანქანათმშენებლობის დარგის განვითარებაში, საქართველოს აგროსამრეწველო კომპლექსის სპეციალიზებული სატრაქტორო და სასოფლო - სამეურნეო ტექნიკით უზრუნველყოფაში შეტანილი პირადი დიდი წვლილის, ნაყოფიერი სამეურნეო და საზოგადოებრივი საქმიანობისათვის

გააზიარე: