The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნიკოლოზ გონგაძე

ნიკოლოზ გონგაძე
დაბადების თარიღი:12 დეკემბერი, 1948  (76 წლის)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1972 წელს.

1978-1989წწ. მუშაობდა თბილისისა და ლენინგრადის წამყვან კლინიკებში; 1993 წლიდან იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ფარმაკოლოგიის კათედრის თანამშრომელი; 1998 წლიდან პროფესორი; 2002-2006წწ. ამავე კათედრის გამგე; 1991-2003წწ. მუშაობდა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ფარმაკოლოგიურ კომიტეტში სხვადასხვა თანამდებობებზე; არის მრავალი სამეცნიერო ნაშრომის, მათ შორის 2 მონოგრაფიისა და 2 სახელმძღვანელოს ავტორი; მისი სამეცნიერო შრომები ეხება გულ–სისხლძარღვთა და ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე მოქმედი წამლებისა და ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების ფარმაკოლოგიას. ფარმაკოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1998), პროფესორი (2004).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.96

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ფარმაკოლოგიური კომიტეტი, თავმჯდომარე

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: