The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მედეა გონგლიაშვილი

მედეა გონგლიაშვილი
დაბადების თარიღი:10 იანვარი, 1933
გარდაცვ. თარიღი:23 თებერვალი, 2012  (79 წლის ასაკში)
კატეგორია:მუსიკოსი, ფიზიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ზ. ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლა 1951 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკუკტეტი 1956 წელს.

1956-1968წწ. მუშაობდა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ფიზიკის კათედრაზე; პარალელურად, როგორც პიანისტი უკრავდა ამავე ინსტიტუტის საესტრადო ორკესტრში; 1961 წლიდან მუშაობდა  სხვადასხვა საესტრადო მომღერლებთან კონცერტმაისტერად, ძირითადა მუშაობდა ნ. ბრეგვაძესთან. ახალგაზრდობისა და სტუდენტთა VI მსოფლიო ფესტივალის ლაურეატი (მოსკოვი, 1957); 1968 წლიდან იყო საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის კონცერტმაისტერი. პიანისტი, ესტრადის კონცერტმაისტერი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.96; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.117

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1998 - ღირსების ორდენი
    ქართული საესტრადო მუსიკალური ხელოვნების განვითარება-პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი პირადი დიდი წვლილისა და ნაყოფიერი შემოქმედებითი მოღვაწეობისათვის
  • 1984 - საქართველოს სახალხო არტისტი

გააზიარე: