შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლამარა ჩორგოლაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი სამიქაო, აბაშის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1953 წელს. 1953-1956წწ.იყო იუსტიციის სამინისტროს მდივანი; 1956-1959წწ. სასამართლო ორგანოების განყოფილების კონსულტანტი; 1959-1972წწ. საქართველოს სახელმწიფო არბიტრი; 1972-1975წწ. უმაღლესი სასამართლოს წევრი; 1975-1991წწ. თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე; 1991-1992წწ. სამართლის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი; 1992-1996წწ. უზენაესი სასამართლოს განზოგადების განყოფილების უფროსი. მიღებული აქვს უმაღლესი საკვალიფიკაციო კლასის მოსამართლის საკლასო ჩინი (1999). გაზეთებსა და იურიდიულ ჟურნალებში გამოქვეყნებული ათეულობით სტატიის ავტორია. წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –თბ., 1998-1999. - გვ. 370; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო: constcourt.ge; წიგნი ღირსებისა: ტ. 6/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.81 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |