შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი ჩოკოშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1974 წელს. 1966-1968წწ. იყო თბილისის მე-5 საშუალო სკოლის უფროსი პედაგოგ-ხელმძღვანელი; 1968-1974წწ. ტელევიზიის შტატგარეშე თანამშრომელი, რეჟისორის ასისტენტი, რედაქტორი; 1976-1978წწ. პროგრამა "მოამბის" კორესპონდენტი; 1979-1982წწ. განყოფილების გამგე; 1991 წლიდან რადიოს ინფორმაციის მთავარი რედაქტორი. არის მრავალი რეპორტაჟის, რადიო და ტელეგადაცემის ავტორი და წამყვანი. უძღვებოდა სატელევიზიო პროგრამა "ალიონს", რადიოპროგრამა "პიკის საათს", რადიოკლუბს "კონტაქტი", იყო სპორტული კომენტატორი და მიმომხილველი. წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 1998-1999. - გვ. 370; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.251 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |