The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ფიქრია ჩიხრაძე

ფიქრია ჩიხრაძე
დაბადების თარიღი:27 აპრილი, 1966  (57 წლის)
კატეგორია:პოლიტიკოსი, ფილოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1989 წელს; 1988 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორადი ფაკულტეტი, მხატვრული თარგმანის განყოფილება ინგლისურის განხრით; 1993 წელს თბილისის სასულიერო აკადემიის ქრისტიანული ანთროპოლოგიის ფაკულტეტი.

1990-1996წწ. მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქრისტიანული კულტურის კვლევის ლაბორატორიაში უმცროს მეცნიერ-თანამშრომლად; 1990-1994წწ. თბილისის II ექსპერიმენტული სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად; 1994-1995წწ. იყო დამოუკიდებელი საქართველოს პირველი ყოველდღიური გაზეთის "ივერია-ექსპრესის" მთავარი რედაქტორი; ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის დროს იყო უნივერსიტეტის პრეს-კლუბის დამფუძნებელი და სტუდენტური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი; წლების განმავლობაში მონაწილეობდა სტუდენტურ მოძრაობაში ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლების აღდგენა - გადარჩენისათვის; 1995-1999წწ. საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "საქართველოს მოქალაქეთა კავშირი", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 1999-2004წწ. საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 2004-2008წწ. საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "მემარჯვენე ოპოზიცია, მრეწველები, ახლები", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 2008 წლის 7 ივნისიდან – 20 ივნისამდე იყო საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "გაერთიანებული ოპოზიცია (ეროვნული საბჭო, მემარჯვენეები)", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 2015-2018წწ. საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის პოლიტიკურ საკითხებში მრჩევლად დაინიშნა. 

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 1998-1999. - გვ. 369; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.372 

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • დროებითი სტუდენტური კავშირი, წევრი (1991-1992)
  • ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის "სახალხო ფრაქცია", წევრი (1999-2008)
  • ორგანიზაცია "საქართველო ნატოში" გამგეობა, წევრი
  • პარტიული გაერთიანება "ახალი მემარჯვენეები", თავმჯდომარე (2013-2015)
  • პოლიტიკური გაერთიანება "ლელო საქართველოსთვის", წევრი (2019-)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1995-1999)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის აგარეო ურთიერთობათა კომიტეტი, წევრი (1995-1999)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი, წევრი (1995-1997)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "მოქალაქეთა კავშირი", წევრი (1995-1999)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1999-2004)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი, წევრი (1999-2001)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი, წევრი (2000-2004)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ახალი მემარჯვენეები", ფრაქციის თავმჯდომარე (2003-2004)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ახალი მემარჯვენეები", წევრი (2001-2003)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ახალი ფრაქცია", ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე (2000-2001)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "მრეწველები", წევრი (1999-2000)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2004-2008)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი, წევრი (2006-2008)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი, წევრი (2007-2008)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი, წევრი (2006-2007)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "მემარჯვენე ოპოზიცია", წევრი (2004-2008)
  • საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2008-2008)
  • საქართველოს პოლიტიკური კლუბი, წევრი (1994-1996)

გააზიარე: