The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მიხეილ გონიკიშვილი

დაბადების თარიღი:28 დეკემბერი, 1924
გარდაცვ. თარიღი:16 იანვარი, 2020  (95 წლის ასაკში)
კატეგორია:ისტორიკოსი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ზეკოტა, ხაშურის რაიონი.

დაამთავრა მოსკოვის პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორიის ფაკულტეტი 1953 წელს.

1954 წლიდან მუშაობდა საქართველოს კპ ცკ–თან არსებულ რესპუბლიკურ პარტიულ სკოლაში; 1959 წლიდან ივანე ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტში სხვადასხვა სამეცნიერო თანამდებობაზე; გამოქვეყნებული აქვს მრავალი სტატია და 5 მონოგრაფია; კვლევის ძირითადი მიმართულებაა საქართველოს ბაგრატიონთა სამეფო გვარის საქმიანობა; მისი კვლევები ეძღვნება როგორც რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობამდე პერიოდს, ისე შემდგომ ხანას; რამდენიმე ნაშრომი მიუძღვნა ჩრდილოეთ კავკასიის ხალხთა ისტორიას; არის II მსოფლიო ომის ვეტერანი; დაჯილდოებულია საბრძოლო ორდენებით; ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1985), პროფესორი (1999).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.96

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2006 - იაკობ გოგებაშვილის სახელობის პრემია
  • 1971 - საქართველოს დამსახურებული ბიბლიოგრაფი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: