შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ილია გოპაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა სანქტ–პეტერბურგის სამედიცინო–ქირურგიული აკადემია 1878 წელს. 1888-1894წწ. მუშაობდა პეტერბურგის ჰოსპიტალურ თერაპიულ კლინიკაში; 1894-1909წწ. იყო აბასთუმნის სამხედრო ჰოსპიტლის მთავარი ექიმი; 1898 წლიდან აბასთუმნის მინერალური წყლების დირექტორი; 1921 წლიდან კურორტ აბასთუმნის კონსულტანტი; აქტიურად მონაწილეობდა კურორტის კეთილმოწყობასა და მშენებლობაში; შეისწავლა მისი კლიმატური და ბალნეოლოგიური ფაქტორების როლი ტუბერკულოზისა და სხვა დაავადებათა მკურნალობაში; თერაპევტი, მედიცინის დოქტორი (1886), სამედიცინო სამსახურის გენერალ–მაიორი (1917). სადისერტაციო თემა – "Влиянии общего массажа на азотистый обмен иусвоение азотистый веществ", დაიცვა 1886 წელს. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.98 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |