The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



იური ჩიხრაძე

იური ჩიხრაძე
დაბადების თარიღი:1 ნოემბერი, 1960  (63 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, ინჟინერი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ამბროლაური.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი სამდინარე ნაგებობებისა და ჰიდროელექტროსადგურების ჰიდროტექნიკური მშენებლობის სპეციალობით 1983 წელს.

1977-1978წწ. ამბროლაურის სატყეო მეურნეობის ტყის მეხანძრე; 1983-1985წწ. "საქმთავარწყალმშენის" ტრესტ "წყალმშენის" ინჟინერი, ინჟინერ-ეკონომისტი; 1985-1991წწ. საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საგეგმო კომიტეტის უფროსი ეკონომისტი, მთავარი სპეციალისტი, ქვეგანყოფილების უფროსი; ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროს მთავარი სპეციალისტი (1991); 1991-1992წწ. ასოციაცია "ალავერდის" გენერალური დირექტორის მოადგილე; 1992-1993წწ. შპს "ბონე"-ს გენერალური დირექტორის მოადგილე; ისტორიისა და კულტურის ძეგლთა დაცვის მთავარი სამმართველოს საგეგმო-საფინანსო განყოფილების უფროსი (1993); 1993-1995წწ. სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანება "კატრექსის" გენერალური დირექტორის მოადგილე; სახელმწიფო მეთაურის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ეკონომიკის დარგში რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში (1995); 1995-1999წწ. საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი, ამბროლაურის №44 საარჩევნო ოლქიდან; 1999-2004წწ. საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: ბლოკი "საქართველოს აღორძინება", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით.

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –თბ., 1998-1999. - გვ. 369; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.372

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1995-2003)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია " მაჟორიტარ-სოციალისტი", ფრაქციის თავმჯდომარე (1998-1999)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "მაჟორიტარი", ფრაქციის თავმჯდომარე (1995-1998)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1999-2004)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის გადასახადებისა და შემოსავლების კომიტეტი, წევრი (1999-1999)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის მთიანი რეგიონებისა და განსახლების კომიტეტი, წევრი (1999-2004)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე (2002-2004)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი, წევრი (1999-2002)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "სოციალისტი", წევრი (1999-2003)
  • საქართველოს სოციალისტური პარტია (1995-)

გააზიარე: