The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვახტანგ გორგანელი

ვახტანგ გორგანელი
დაბადების თარიღი:25 თებერვალი, 1921
გარდაცვ. თარიღი:4 მაისი, 1996  (75 წლის ასაკში)
კატეგორია:პოეტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1948 წელს.

1944 წლიდან დაიწყო ლიტერატურული მოღვაწეობა; 1947 წელს გამოაქვეყნა პირველი წიგნი "სიცოცხლის ტალღები"; მისი კრებულებიდან აღსანიშნავია: "გზა მთებში" (1956), "მთელი გულით" (1959), "გზები და მწვერვალები" (1965), "ცეცხლი და ყვავილი" (1969), "ყაყაჩოები არაგვის პირას" (1976); ავტორია ასევე საბავშვო ლექსების კრებულებისა; მისი ლექსები ნათარგმნია უცხო ენებზე; მონაწილეობდა II მსოფლიო ომში.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.100;  ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.- გვ.94

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: