შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თამარ ჩიქოვანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთვრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის ქვეყნისმცოდნეობის განყოფილება ირანის ისტორიის სპეციალობით 1984 წელს. 1984-1986წწ. იყო თბილისის N1 მედსანნაწილის მედდა; 1987-1991წწ. გაზეთ "თბილისის" კორესპონდენტი; 1991-1994წწ. გაზეთ "დრონი"-ს კორესპონდენტი, მთავარი რედაქტორის მოადგილე, მთავარი რედაქტორი; 1994-1998წწ. რადიო "თავისუფლების" კორესპონდენტი; 1995 წლიდან თბილისის ტელერადიო ინსტიტუტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის დეკანი; 1996 წლიდან თბილისის Public Relations Centre-ს გენერალური დირექტორი; 1995-2007წწ. რადიო "თავისუფლება" თბილისის ბიუროს უფროსი; 2006-2007წწ. ტელე-კომპანია "იმედი", გადაცემა "ჩაი და თავისუფლება" წამყვანი; 2006 წლიდან დღემდე რადიო "უცნობის" გადაცემა "თავისუფალი სიტყვა", წამყვანი; 2007- ტელეოკომპანია "მაესტრო", გადაცემა "პროფესია ჟურნალისტის" წამყვანი. წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – 1998-1999. - გვ. 368 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |