The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ზურაბ ბერაია

ზურაბ ბერაია
დაბადების თარიღი:13 დეკემბერი, 1951  (72 წლის)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ხაშური.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტი 1976 წელს.

1976–1977წწ. ინტერნატურა ფსიქიატრიაში გაიარა რესპუბლიკურ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში; 1977–1985წწ. იყო განყოფილების გამგე სურამის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში; 1985–1993წწ. მ. ასათიანის სახელობის ფსიქიატრიის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერ–მუშაკი; 1993 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ფსიქიატრიის სამედიცინო ფსიქოლოგიის კათედრის დოცენტი. ავტორია 21 სამეცნიერო ნაშრომის შიზოფრენიის კლინიკისა და შიზოფრენიით დაავადებულთა მკურნალობის შესახებ. ხელმძღვანელობს სტუდენტების სამეცნიერო–პრაქტიკულ მუშაობას ფსიქიატრიის დარგში. ექიმი–ფსიქიატრი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "შიზოფრენიით დაავადებულთა მკურნალობა ბეტა–ადრენობლოკატორებით ფსიქოფარმაკოთერაპიის პროცესში", დაიცვა 1994 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ., 2000.-გვ.37

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საერთაშორისო ორგანიზაცია "ჟენევის ინიციატივა ფსიქიატრიაში", წევრი
  • საქართველოს ფსიქიატრთა საზოგადოება, მდივანი

გააზიარე: