The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მიხეილ გაგნიძე

დაბადების თარიღი:3 ნოემბერი, 1901
გარდაცვ. თარიღი:4 მაისი, 1968  (66 წლის ასაკში)
კატეგორია:მსახიობი, რეჟისორი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის დრამატულ თეატრთან არსებული სტუდია 1928 წელს.

სასცენო მოღვაწეობა დაიწყო 1922 წლიდან თბილისში, ნაძალადევის მუშათა კლუბთან არსებულ დრამატულ წრეში. 1926 წელს ჩაირიცხა შოთა რუსთაველის სახელობის დრამატული თეატრის დასში; 1928–1936წწ. შოთა რუსთაველის სახელობის დრამატული თეატრში შეასრულა შემდეგი როლები: მეზღვაური (ფ. ლიფსკეროვის "კარმენსიტა"), პარტიზანი (ს. შანშიაშვილის "ანზორი"), თეთრი ბაპი (შ. დადიანის "თეთნულდი"); 1936 წლიდან მუშაობდა სოხუმის ს. ჭანბას სახელობის  დრამატული თეატრის ქართულ დასში, სადაც შესრულებული აქვს შემდეგი როლები: პეპია (ი. ჭავჭავაძის "გლახის ნაამბობი"), დე სანტოსი (კ. გუცკოვის "ურიელ აკოსტა"), იაგო (უ. შექსპირის "ოტელო") და სხვ. ეწეოდა რეჟისორულ მოღვაწეობასაც.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.527

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1961 - საქართველოს სახალხო არტისტი

გააზიარე: