Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მიხეილ გაგნიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის დრამატულ თეატრთან არსებული სტუდია 1928 წელს. სასცენო მოღვაწეობა დაიწყო 1922 წლიდან თბილისში, ნაძალადევის მუშათა კლუბთან არსებულ დრამატულ წრეში. 1926 წელს ჩაირიცხა შოთა რუსთაველის სახელობის დრამატული თეატრის დასში; 1928–1936წწ. შოთა რუსთაველის სახელობის დრამატული თეატრში შეასრულა შემდეგი როლები: მეზღვაური (ფ. ლიფსკეროვის "კარმენსიტა"), პარტიზანი (ს. შანშიაშვილის "ანზორი"), თეთრი ბაპი (შ. დადიანის "თეთნულდი"); 1936 წლიდან მუშაობდა სოხუმის ს. ჭანბას სახელობის დრამატული თეატრის ქართულ დასში, სადაც შესრულებული აქვს შემდეგი როლები: პეპია (ი. ჭავჭავაძის "გლახის ნაამბობი"), დე სანტოსი (კ. გუცკოვის "ურიელ აკოსტა"), იაგო (უ. შექსპირის "ოტელო") და სხვ. ეწეოდა რეჟისორულ მოღვაწეობასაც. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.527 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |