The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვახტანგ გაგოიძე

ვახტანგ გაგოიძე
დაბადების თარიღი:14 ივლისი, 1920
გარდაცვ. თარიღი:2003  (82 წლის ასაკში)
კატეგორია:მეცნიერი, ფილოსოფოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ქვემო ალვანი, ახმეტის რაიონი.

დაამთავრა ქ. ბაქოს საშუალო სკოლა 1938 წელს და იმავე წელს შევიდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთის ენათა და ლიტერატურის ფაკულტეტზე. პირველი სემესტრის დასრულებისთანავე გადავიდა მოსკოვის ნ. ჩერნიშევსკის სახელობის ისტორია-ფილოსოფიის სახელმწიფო ინსტიტუტში; მონაწილეობდა მეორე მსოფლიო ომში; ომის დამთავრების შემდეგ სწავლა გააგრძელა მოსკოვის მ. ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მაგრამ მალე გადმოვიდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და 1949 წელს დაამთავრა ამავე უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი, შემდეგ - საქართველოს მეციერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტის ასპირანტურა.

1953 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია, 1964 წელს კი სადოქტორო დისერტაცია. 1952-1962 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტის ჯერ უმცროსი, შემდეგ უფროსი მეცნიერ თანამშრომელი. 1962-1993წწ. საქართეელოს პოლიტექნიკური ინსტიტეტის ფილოსოფიის კათედრის გამგე და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა კათედრების საბჭოს თავმჯდომარე. ის 100-მდე მეცნიერული შრომის ავტორია, მათ შორის რამდენიმე მონოგრაფიისა, როგორიცაა: "ჰეგელის იდეალისტური დიალექტიკის კრიტიკა", "ილია ჭაეჭავაძის მსოფლმხედველობა", "ფილოსოფიური აზრის ძირითადი მიმართულებანი XIX საუკუნის საქართეელოში" და სახელმძღვანელოებისა დიალექტიკურ და ისტორიულ მატერიალიზმის უმნიშენელოვანეს პრობლემებზე, რომლებმაც დაიმსახურეს უმაღლესი განათლების სამინისტროს პრემიები. ომისა და შრომის ვეტერანი დაჯილდოებულია: "სამამულო ომის I და II ხარისხის, "წითელი ვარსკვლავის" ორდენებით და მრავალი მედლით, მათ შორის: "მამაცობისათვის", "საბრძოლიი დამსახურებისათვის", "შრომითი მამაცობისათვიეს", "შრომითი წარჩინებისათვის", აგრეთვე მედლით "შრომის ვეტერანი", საქართველოს უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელით და განათლებქს სამინისტროს საპატიო სიგელით. ფართო იყო მისი სამეცნიერო მოღვაწეობის სფერო: ქართული ფილოსოფიური აზრის ისტორია, მარქსისტული ფილოსოფიის ისტორია, სოციოლოგია, მედიცინის ფილოსოფია, მეცნიერების როლი საზოგადოებრივ ცხოვრებაში და სხვა. ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი (1964), პროფესორი (1964).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.527; ქართველი ფილოსოფოსები: IV საუკუნიდან XX საუკუნის ჩათვლით: ცნობარი.-ბათუმი, 2004. -გვ.45-46; წიგნი ღირსებისა: ტ. 5/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.232;  ომგადახდილი მეცნიერები : საგამომცემლო ცნობები. კრებული / შემდგ.: გრიგოლ ბრეგაძე. - თბ., 2000. გვ. 22-23

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს ფილოსოფიურ მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (1995-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2000 - ღირსების ორდენი
  • 1982 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: