The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლევან ჩიქვანაია

ლევან ჩიქვანაია
ოფიციალური სახელი:ლეონიდე ჩიქვანაია
დაბადების თარიღი:25 ოქტომბერი, 1928
გარდაცვ. თარიღი:29 ნოემბერი, 2012  (84 წლის ასაკში)
კატეგორია:გეოგრაფი, თანამდებობის პირი, მეცნიერი, პედაგოგი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი 1950 წელს.

1950-1958წწ. მე-19 სკოლის მასწავლებელი; 1958-1960წწ. 23-ე საშ. სკოლის დირექტორის მოადგილე; 1960-1967წწ. გაზეთ "სახალხო განათლების" რედაქციის განყოფილების გამგე, პასუხისმგებელი მდივანი; 1967-1977წწ. პირველი ექსპერიმენტული სკოლის დირექტორი; განათლების სამინისტროს სკოლების სამმართველოს უფროსი (1977); 1977-1985წწ. თბილისის განათლების განყოფილების გამგე, სამმართველოს უფროსი; 1985-1986წწ. პუშკინის სახ. პედაგოგიური ინსტიტუტის პედაგოგიკის კათედრის დოცენტი; 1986-1995წწ. ი. გოგებაშვილის სახ. პედაგოგიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტის დირექტორის პირველი მოადგილე, გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე, დირექტორი, გენერალური დირექტორი;  1995-1999წწ. საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: საქართველოს მოქალაქეთა კავშირი, საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით.  სამეცნიერო ნაშრომების, რამდენიმე წიგნის ავტორი. პედაგოგიკის მეცნიერებათა კანდიდატი, პედაგოგიკის თეორიისა და ისტორიის პროფესორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "შემეცნებითი აქტივობის განვითარების გზები და მეთოდები",  დაიცვა 1981 წელს.

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – 1998-1999. - გვ. 367; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.371; წიგნი ღირსებისა: ტ. 5 / შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ. 33

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საზოგადოებრივი მოძრაობა "განათლება XXI"-ს გამგეობა, თავმჯდომარე
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1995-1999)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის განათლების, მეცნიერების და ტექნოლოგიების ქვეკომიტეტი, ქვეკომიტეტის თავმჯდომარე (1998-1999)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი, წევრი (1995-1998)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი, წევრი (1995-1997)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "მოქალაქეთა კავშირი", წევრი (1995-1999)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2000 - ღირსების ორდენი
  • 1994 - იაკობ გოგებაშვილის სახელობის პრემია

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: