შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
სერგი გორგაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ილემი, ზესტაფონის რაიონი. დაამთავრა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელი 1890 წელს; თბილისის სასულიერო სემინარია 1897 წელს; ყაზანის სასულიერო აკადემიის ისტორიის ფაკულტეტი. დაწერილი აქვს რიგი ნაშრომები საქართველოს ისტორიის შესახებ; მან შეადგინა ქართული ლიტერატურის ქრესტომათია; გამოსცა ქართული ლიტერატურული ძეგლები; ქართული მართლწერის წიგნი(1916); 1907 წლიდან იყო საქართველოს ისტორიისა და ეთნოგრაფიული საზოგადოების მუზეუმ-ბიბლიოთეკის გამგე და მდივანი. 1917 წელს აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის საქმეში. სერგი გორგაძის პირადი არქივი ინახება ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. ლიტერატურათმცოდნე. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.102; ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. I ა-დ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2018.-გვ.693 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |