Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
დიმიტრი ჩიტლოვი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ახალიკი, წალკის რაიონი. დაამთავრა სარატოვის იურიდიული ინსტიტუტი 1961 წელს; ასპირანტურა (1969). 1953-1954წწ. იყო სოფელ გომანის სკოლის რუსული ენის მასწავლებელი; 1954-1957წწ. სახედრო სავალდებულო სამსახური; 1961-1962წწ. წალკის რაიონის პროკურატურის გამომძიებელი; 1962-1963წწ. წალკის რაიონის პროკურორი; 1963-1965წწ. თეთრი წყაროს რაიონის პროკურორის თანაშემწე; 1965-1972წწ. წალკის რაიონის პროკურორი; 1972 წელს საქართველოს რესპუბლიკის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს პროკურორი; 1973-1974წწ. გენერალური პროკურორის თანაშემწე; 1974-1975წწ. კადრების განყოფილების პროკურორი; 1975-1979წწ. კადრების განყოფილების უფროსის მოადგილე; 1979-1980წწ. საგამომძიებლო სამმართველოს უფროსის მოადგილე; 1980-1988წწ. საორგანიზაციო-საკონტროლო განყოფილების უფროსი; 1988-1991წწ. გენერალური პროკურორის მოადგილე; 1992-1995წწ. საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი №4.25 წალკის ერთმანდატიანი საარჩევნო ოლქიდან. არის 40-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების მიყენებისას", დაიცვა 1969 წელს. წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – 1998-1999. - გვ. 366; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: old.parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.370; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.266; www.facebook.com Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |