შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
კახა ჩიტაია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი 1974 წელს; ასპირანტურა 1987 წელს 1974-1976წწ. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნახევარგამტართა ფიზიკის პრობლემური ლაბორატორიის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1979-1992წწ. მეცნიერ-თანამშრომელი; 1976-1979წწ. სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის "მიონის"ინჟინერი; 1979-1980წწ. საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობათა განყოფილების მდივანი; 1983-1987წწ. მოსკოვის ლომონოსოვის სახელობის უნივერსიტეტი, ფიზიკის ფაკულტეტის ასპირანტი; 1992-1995წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური დეპარტამენტის II ევროპული სამმართველოს უფროსის მოადგილე, უფროსი, დსთ-ს სამმართველოს უფროსი; 1995-1999წწ. საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "საქართველოს მოქალაქეთა კავშირი", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 1999-2004წწ. საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "საქართველოს მოქალაქეთა კავშირი", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. არის 7 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – 1998-1999. - გვ. 366; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.369 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |