შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მიხეილ გაგოშიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ბათუმი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1930 წელს. 1932–1947წწ. მუშაობდა ამიერკავკასიის წყალთა მეურნეობის სამეცნიერო–კვლევით ინსტიტუტში სამთო მელიორაციის განყოფილების გამგედ; 1947–1968წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ჰიდროტექნიკისა და მელოირაციის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის დირექტორად. იყო საქართველოს მინისტრთა საბჭოს მეცნიერებისა და ტექნიკის სახელმწიფო კომიტეტთან არსებული სამთო ეროზიის, ღვარცოფული ნაკადებისა და მათთან ბრძოლის ღონისძიებათა შემსწავლელი მუდმივი კომისიის თავმჯდომარე. მეცნიერი ჰიდროტექნიკის დარგში. ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1955), პროფესორი (1956). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.527 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |