The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მიხეილ გაგოშიძე

დაბადების თარიღი:9 იანვარი, 1904
გარდაცვ. თარიღი:5 იანვარი, 1988  (83 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ბათუმი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1930 წელს.

1932–1947წწ. მუშაობდა ამიერკავკასიის წყალთა მეურნეობის სამეცნიერო–კვლევით ინსტიტუტში სამთო მელიორაციის განყოფილების გამგედ; 1947–1968წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ჰიდროტექნიკისა და მელოირაციის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის დირექტორად. იყო საქართველოს მინისტრთა საბჭოს მეცნიერებისა და ტექნიკის სახელმწიფო კომიტეტთან არსებული სამთო ეროზიის, ღვარცოფული ნაკადებისა და მათთან ბრძოლის ღონისძიებათა შემსწავლელი მუდმივი კომისიის თავმჯდომარე. მეცნიერი ჰიდროტექნიკის დარგში. ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1955), პროფესორი (1956).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.527

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • მელიორაციისა და დრენაჟის საერთაშორისო კონგრესის ეროვნული კომიტეტი, წევრი (1957-)
  • სსრკ სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია (ამიერკავკასიის განყოფილება) , წევრ–კორესპონდენტი (1957-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1979 - საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დამსახურებული მოღვაწე

გააზიარე: