The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მიხეილ ჩიკვილაძე

მიხეილ ჩიკვილაძე
დაბადების თარიღი:10 თებერვალი, 1948  (77 წლის)
კატეგორია:ეკონომისტი, თანამდებობის პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი მრეწველობის დაგეგმვის სპეციალობით 1976 წელს.

1976-1979წწ. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შრომის მეცნიერული ორგანიზაციის კათედრის ასპირანტი; 1992-1998წწ. ფინანსთა სამინისტროს მთავარი საკონტროლო-სარევიზიო სამმართველოს უფროსი; 1993-1998წწ. კონტროლის პალატის თავმჯდომარის I მოადგილე; 1998-2001წწ. საგადასახადო დეპარტამენტის თავმჯდომარე; 2001-2002წწ. საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის მოადგილე; 2005-2006წწ.  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე; 2006 წლიდან დღემდე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – 1998-1999. - გვ. 365

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1975 - საქართველოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელი

გააზიარე: