The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ზინაიდა გაგლოითი

ზინაიდა გაგლოითი
ოფიციალური სახელი:ზინაიდა გაგლოევა
დაბადების თარიღი:15 დეკემბერი, 1915
გარდაცვ. თარიღი:5 ივლისი, 1987  (71 წლის ასაკში)
კატეგორია:მსახიობი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ვანელი, ჯავის რაიონი.

1933–1935წწ. სწავლობდა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრთან არსებულ სტუდიაში. 1941 წელს დაამთავრა ლენინგრადის ა. ოსტროვსკის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი.

1941 წლიდან იყო ცხინვალის კოსტა ხეთაგუროვის სახელობის თეატრის ოსური დასის მსახიობი. შესრულებული აქვს შემდეგი როლები: დეზდემონა(უ. შექსპირის "ოტელო"), ბეატრიჩე, მირანდოლინა(კ.გოლდონის "ორი ბატონის მსახური", "სასტუმროს დიასახლისი"), კატერინა(ა.ოსტროვსკის "ჭექა–ქუხილი"), ასიათი(ე. ბრითაევის "ორი და"), მაია(ვ. კანდელაკის "მაია წყნეთლი"), ლუიზა(ფ. შილერის "ვერაგობა დასიყვარული"), ფატიმა(დ. თუაევის "ფატიმა"), დუნია(კ. ხეთაგუროვის "დუნია"), აზაუ(გ. ფლიევის "ჩერმენი") და სხვ.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.527; ossetians.com

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1957 - საქართველოს სახალხო არტისტი

გააზიარე: