The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მალხაზ გორგილაძე

მალხაზ გორგილაძე
დაბადების თარიღი:4 აპრილი, 1938
გარდაცვ. თარიღი:1 იანვარი, 1996  (57 წლის ასაკში)
კატეგორია:მსახიობი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტი 1960 წელს.

1960-1963წწ. მუშაობდა სანკულტურის, 1963-1967წწ. მარჯანიშვილის, 1967-1975წწ. რუსთავის თეატრებში. 1975 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე კვლავ კ. მარჯანიშვილის სახელობის თეატრში. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: პიატორკინი (მ. გორკის "ვასა ჟელეზნოვა"), მეშემი (ვ. სკრიბის "ჭიქა წყალი"), კონკეი (ჯ. პრისტლის "დრო და კონკეის ოჯახი"), კორობეინიკოვი (ა. არბუზოვის "სახლი ქალაქის განაპირას"), ვახტანგი (ლ. იოსელიანის "ჩვენი ერთი საღამო"), ჯიბო (ო. იოსელიანის "ცეცხლთან თამაში"), გიგი (მ. ხუხაშვილის "მთწმინდის მთვარე"), კრისტიანი (ე. როსტანის "სირანო დე ბერჟერაკი"), თავადი ოლენსკი, მხატვარი (ვ. კოროსტილევის "ასი წლის შემდეგ", "მარტოობის დღესასწაული"), ვახტანგი (ა. ჩხაიძის "ხიდი"), მეფე (პ. კაკაბაძის "კახაბერის ხმალი"), ამერიკელი (ვ. მაიაკოვსკის "აბანო"), ზაზა ნაკაშიძე (ნ. დუმბაძის "საბრალდებო დასკვნა"), სასიძო (ფ. გარსია ლორკას "სისხლიანი ქორწილი"), ვაჟა (ლ., თაბუკაშვილის "ძველი ვალსი"), სანდრო (ი. გარუჩავას და პ. ხოტიანოვსკის "შენი მიწა"), სტეკლოვი (მ. შატროვის "30 აგვისტო"), ანატოლი (ნ. დუმბაძის "მე ვხედავ მზეს"); გადაღებულია ქართულ კინოფილმებში: "ნინო", "დღე პირველი, დღე უკანასკნელი", "ენგურის ნაპირებზე", "დათა თუთაშხია" და სხვა. 

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.102; საიუბილეო თარიღებითეატრიმუსიკაკინო.-თბ., 1988. -გვ.36

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1979 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

გააზიარე: