The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ალექსანდრა გორგიძე

ალექსანდრა გორგიძე
დაბადების თარიღი:8 ივნისი, 1928
გარდაცვ. თარიღი:23 მაისი, 1985  (56 წლის ასაკში)
კატეგორია:ბიოლოგი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ტყიბულის რაიონი, სოფელი მანდიკორი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი 1950 წელს.

1956-1980წწ. მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ბოტანიკის ინსტიტუტში სხვადასხვა სამეცნიერო თანამდებობაზე; 1979-1980წწ. იყო ამავე ინსტიტუტის კულტურის ფლორის განყოფილების გამგე; 1980 წელს საქართველოს სასოფლო–სამეურნეო ინსტიტუტის ბოტანიკის კათედრის გამგე; 1984 წლიდან გარდაცვალებამდე ამავე ინსტიტუტის პრორექტორი სამეცნიერო დარგში; მისი კვლევის ძირითადი მიმართულებები: ზოგადი გენეტიკა, კულტურული მცენარეების სახეთა და ფორმათა წარმოქმნისა და ევოლუციური საკითხების შესწავლა, სისტემატიკა, პალეოეთნობოტანიკა, რადიობიოლოგია; ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1973), პროფესორი (1984). დაჯილდოებული იყო ორდენებითა და მედლებით.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.103; ცნობილი და უცნობი პოლიტექნიკოსები/ დავით გურგენიძე.- თბ.,2020.- გვ.174-175

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს ბოტანიკური საზოგადოების კულტურული ფლორის სექცია, თავმჯდომარე
  • საქართველოს გენეტიკოსთა და სელექციონერთა საზოგადოება, ვიცი-პრეზიდენტი
  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემიასთან არსებული გენეტიკოსთა და სელექციონერთა საკორდინაციო საპრობლემო საბჭო, თავმჯდომარის მოადგილე

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1991 - საქართველოს სახელმწიფო პრემია

გააზიარე: