შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მაია ჩიბურდანიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1989 წელს. ქართველი მოჭადრაკე; მსოფლიოს მეშვიდე მსოფლიო ჩემპიონი; საერთაშორისო (1977) და სსრკ (1978) დიდოსტატი ქალთა შორის; საერთაშორისო დიდოსტატი ვაჟთა შორის (1984); მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი ქალთა შორის; მსოფლიოს ქალთა საჭადრაკო ოლიმპიადის ცხაგზის ჩემპიონი; გაიმარჯვა ქალთა საერთაშორისო ტურნირებში (ბრაშოვი, 1974; ბუდაპეშტი, 1977; ბად-კისინგენი, 1979; ბელგრადი, 1983; იაიცევი, 1986); მონაწილეობდა ვაჟთა საერთაშორისო ტურნირებში (ბარსელონა, 1979, I-III აგილი; ბაქო, 1980, VI ადგილი; ვინკოვცი, 1982, VI ადგილი; დორტმუნდი, 1983, IV ადგილი; დელი, 1984, I ადგილი; პოლიანიცაზდრუე, 1984, III ადგილი; ბანია-ლუკა, 1985, I ადგილი); 1980 მონაწილეობდა სსრკ ვაჟთა ჩემპიონატის I ლიგის ტურნირში. დამარცხებული ჰყავს დიდოსტატები მ. ტაიმანოვი, ა. სუეტინი, ვ. ტუკმაკოვი, ვ. ანტოშინი, ე. გუფელდი, ე. ვასიუკოვი, ვ. კუპრეიჩიკი, მ. ჩანდლერი (ინგლისი), პომარი(ესპანეთი), ს. გარსია, ა. როდრიგესი (ორივე კუბა), ა. კულიგოვსკი (პოლონეთი) და სხვ. 1986 წელს სუბოტიცაში (იუგოსლავია) ჩატარდა მატჩი მ. ჩიბურდანიძესა და იუგოსლაველ ვიცეჩემპიონ პ. პოპოვიჩს შორის. დიდოსტატ ქალისა და კაცის ეს პირველი მატჩი დამთავრდა ყაიმით. მ. ჩიბურდანიძის ფიდეს რეიტინგი 2009 წლის 1 იანვრისათვის იყო 2516, რაც მას მსოფლიოს ქალ მოთამაშეთა შორის მე-9 ადგილს აკუთვნებს. წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –თბ., 1998-1999. - გვ. 364; ქსე : ტ.11.-თბ.,1987.-გვ.117; წიგნი ღირსებისა: ტ. 6/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.124 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |