The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი

ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი
Date of birth:30 August, 1928  (96 years)
Category:Public official, Lawyer, Scientist, Journalist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტი საერთაშორისო სამართლის სპეციალობით 1952 წელს. 1952-1957წწ. იყო გაზეთ "ზარია ვოსტოკას" ლიტმუშაკი, განყოფილების გამგე; 1957-1965წწ. სსკპ ცკ-ს ინსტრუქტორი, განყოფილების გამგის მოადგილე, მეცნიერებისა და კულტურის განყოფილების გამგე; 1965-1973წწ. საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის დირექოტორი; 1973-1976წწ. კომპარტიის ცკ-ს კულტურის განყოფილების გამგე; 1976-1990წწ. რესპუბლიკური რუსული და ქართული გაზეთების მთავარ რედაქტორად: 1976-1988წწ. გაზეთ "ზარია ვოსტოკა"-ს, 1988-1990წწ. გაზეთ "კომუნისტის"-ის რედაქტორი; 1990 წელს აირჩიეს ჟურნალისტთა დამოუკიდებელი კავშირის პირველ თავმჯდომარედ. წლების მანძილზე პარალელურად დაკავებული იყო სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობით; 1996 წლის 7 ივლისს უზენაესი სასამართლოს მიერ დაინიშნა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად; 1999 წელს საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით მიენიჭა უმაღლესი საკვალიფიკაციო კლასის მოსამართლის საკლასო ჩინი; 2004 წლის 28 სექტემბერს აირჩიეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლის მოადგილედ და იმავდროულად საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის თავმჯდომარედ. მიღებული აქვს საქართველოს მინისტრთა საბჭოს პრემია. 4 მონოგრაფიისა და მრავალი საგაზეთო და საჟურნალე სტატიის ავტორი. გამოქვეყნებული აქვს ნაშრომები ქართულრუსულ და  ინგლისურ ენებზე. მეცნიერებათა კანდიდატი.

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –თბ., 1998-1999. - გვ. 363.; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო: constcourt.geწიგნი ღირსებისა: ტ. 6/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.81

Member of Organizations

  • ჟურნალისტთა დამოუკიდებელი კავშირი, თავმჯდომარე (1990-)
  • საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, წევრი (1996-)

Awards and Honors

  • 2001 - ღირსების ორდენი
    სახელმწიფო მოხელეთა და მოსახლეობის სამართლებრივ აღზრდაში შეტანილი თვალსაჩინო წვლილისათვის
  • საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტი

Bibliography


Share: