შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ელდარ ჩერქეზიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ნინოწმინდა, საგარეჯოს რაიონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამოქალაქო და სამრეწველო მშენებლობის ფაკულტეტი 1978 წელს. 1973-1995წწ. იყო სამგორის რაიონის გამგეობის ინჟინერი, უფროსი ინჟინერი, მთავარი ინჟინერი, განყოფილების გამგე, თავმჯდომარის მოადგილე; 1992-1995წწ. კეთილმოწყობისა და კომუნალური მეურნეობის განყოფილების გამგე; 1995-1999წწ. საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ეროვნულ–დემოკრატიული პარტია", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი, №6 სამგორის საარჩევნო ოლქიდან. წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 1998-1999. - გვ. 363; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.368 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |