The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლევან ჩაჩუა

ლევან ჩაჩუა
დაბადების თარიღი:9 ივნისი, 1958
გარდაცვ. თარიღი:10 იანვარი, 2000  (41 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთვრა საკავშირო კავშირგაბმულობის ელექტროტექნიკური ინსტიტუტის ავტომატური კავშირგაბმულობის ფაკულტეტი 1981 წელს.

1974-1976წწ. მუშაობდა ტრამვაი-ტროლეიბუსების სამმართველოს ელექტროზეინკლად; 1978-1979წწ. ტრანსპორტის ელექტროსამსახურში: 1979-19822წწ. საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის კავშირგაბმულობის კათედრის ლაბორანტად; 1982-1995წწ. კავშირგაბმულობის სამინისტროს წამყვან, მთავარ ინჟინრად, მთვარ სპეციალისტად, განყოფილებების უფროსად, სამმართველოს უფროსად; 1995-1999წწ. საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "საქართველოს მოქალაქეთა კავშირი", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო ნაშრომები კავშირგაბმულობის საკითხებზე ქართულ და ინგლისურ გამოცემებში.

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – 1998-1999. - გვ. 362; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 366

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1995-1999)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის დარგობრივი ეკინომიკის კომიტეტი, ქვეკომიტეტის თავმჯდომარე (1995-1999)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "მოქალაქეთა კავშირი", წევრი (1995-1999)
  • საქართველოს მოქალაქეთა კავშირი (1993-)
  • საქართველოს მწვანეთა პარტია, წევრი (1989-1993)

გააზიარე: