The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მხედარ ჩაჩავა

დაბადების თარიღი:12 ოქტომბერი, 1939  (85 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: აბაშის რაიონი, სოფელი ტყვირი.

დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1971 წელს; ბაქოს უმაღლესი პარტიული სკოლა.

1962-1967წწ. იყო აბაშისა და გეგეჭკორის რაიონებში კომკავშირის რაიკომის პირველი მდივანი; 1972-1977წწ. პარტიის აბაშის რაიკომის საორგანიზაციო განყოფილების გამგე; 1978-1988წწ. სენაკის რაიკომის პროპაგანდისა და აგიტაციის განყოფილების გამგე; 1988-1990წწ. რაისაბჭოს აღმასკომის მდივანი; 1991-1993წწ. სამშენებლო ფირმის გენერალური დირექტორის მოადგილე; 1993-1995წწ. საგანგებო სიტუაციების დროებითი კომიტეტის მთავარი სახელმწიფო მრჩეველი; 1996-1997წწ. სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში; 1997 წლიდან აბაშის რაიონის გამგებელი. 

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 1998-1999. - გვ. 361


ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1982 - მედალი "შრომითი მამაცობისთვის"
  • 1970 - საიუბილეო მედალი

გააზიარე: