The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მალხაზ ჩაჩავა

მალხაზ ჩაჩავა
დაბადების თარიღი:12 ნოემბერი, 1953  (70 წლის)
კატეგორია:დიპლომატი, თანამდებობის პირი, ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის საინჟინრო ტექნოლოგიის ფაკულტეტი 1975 წელს; ოდესის ლომონოსოვის სახელობის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ასპირანტურა.

იყო იუნესკოს საზოგადოებრივ მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი; 1975-1978წწ. კვების მრეწველობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ინჟინერი; 1979-1993წწ. კომკავშირულ, პარტიულ და სამეურნეო სამუშაოზე;  თბილისის მუნიციპალიტეტის ვიცეპრემიერი, პრემიერი – ვიცე-მერი, სახელმწიფო მინისტრის მოადგილე; 2001-2002წწ. საქ. ნავთობის საერთაშორისო კორპორაციის გენერალური დირექტორი. მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი. 1998-2000წწ.საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი უკრაინასა და მოლდოვაში, საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი სუამში.

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –თბ., 1998-1999. - გვ. 360; დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები, 1991-2021: ნაწილი 1/ ჭუმბურიძე, ზვიად. - თბ., 2021. გვ.171


გააზიარე: