The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ირაკლი ჩარკვიანი

ირაკლი ჩარკვიანი
სხვა სახელი:მეფე  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:19 ნოემბერი, 1961
გარდაცვ. თარიღი:24 თებერვალი, 2006  (44 წლის ასაკში)
კატეგორია:მომღერალი, მუსიკოსი, პოეტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ლიტერატურის ფაკულტეტი 1982 წელს.

1990 წელს ოქსფორდის უნივერსიტეტში გაიარა თანამედროვე პოეზიის კურსი. მისი მუსიკალური მოღვაწეობა დაიწყო 1976 წელს, ჯგუფ "არიშთან" ერთად. მუსიკოსის შემდეგი ჯგუფი იყო ინდი ჟანრის კოლექტივი "ტაქსი". მისი პირველი სოლო-დისკი, "Svan Songs" ჩაიწერა და გამოიცა 1993 წელს(გერმანია). 1997 წელს გამოიცა მუსიკოსის მეორე სტუდიური ალბომი "აფრენ". მორიგი სტუდიური დისკი "ამო" გამოჩნდა 2001 წელს; 2004 წელს - ალბომი "სავსე". მოგვიანებით შეგროვებული იქნა მუსიკოსის სიცოცხლეში ჩაწერილი უკანასკნელი მუსიკალური მასალა და გამოიცა მისი ბოლო სტუდიური ალბომი "ძირს მეფე“. შემდგომში მსგავსი სახით გამოჩნდა გამოუცემელი მასალის კიდევ ერთი კრებული, "თეთრი ღმერთი". გამოქვეყნებული აქვს მოთხრობების კრებული, ლექსები. დაწერილი აქვს მუსიკა ფილმისათვის"ორფეოსის სიკვდილი".

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – 1998-1999. - გვ.360; ვიკიპედია - თავისუფალი ენციკლოპედია: ka.wikipedia.org

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: