The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ალექსი გორგიძე

ალექსი გორგიძე
დაბადების თარიღი:17 მაისი, 1907
გარდაცვ. თარიღი:17 დეკემბერი, 1992  (85 წლის ასაკში)
კატეგორია:მათემატიკოსი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგიური ფაკულტეტის სამათემატიკო დარგი 1928 წელს.

1929 წლიდან მუშაობა დაიწყო საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, სადაც 1936 წლიდან თეორიული მექანიკის კათედრას ხელმძღვანელობდა. 1940-1945 წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ა. რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე; 1935-1992 წწ. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოცენტი, პროფესორი; 1944-1954 წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის თანაშემწე. ძირითადი შრომები ეხება დრეკადობის თეორიის, თეორიული მექანიკის, გამოთვლითი მათემატიკის საკითხებს, მეცნიერებისა და ტექნიკურ ისტორიას; 1993 წელს საქართველოს საინჟინრო აკადემიამ დააარსა მისი სახელობის პრემია. ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი (1961). მიღებული აქვს საბჭოთა კავშირის უმაღლესი და საშუალო სპეციალური განათლების სამინისტროს (1957) და საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს სიგელები.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.103; საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები 1993-2004 წწ. . -თბ., 2012.-გვ.119

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ამიერკავკასიის თეორიული მექანიკის სამეცნიერო-მეთოდური საბჭო, თავმჯდომარე (1967-1992)
  • მათემატიკოსთა საზოგადოება, ერთ–ერთი დამფუძნებელი, პრეზიდიუმის წევრი
  • საქართველოს თეორიული მექანიკის სამეცნიერო-მეთოდური საბჭო, თავმჯდომარე
  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ა. რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტი, ერთ–ერთი დამაარსებელი (1933-)
  • სსრკ თეორიული მექანიკის კავკასიის ზონის ბიურო , თავმჯდომარე (1977-1992)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1998 - საქართველოს სახელმწიფო პრემია, მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში (გარდაცვალების შემდეგ)
    თეორიული მექანიკის კურსი : სახელმძღვანელო პოლიტექნ. ინ-ტის სტუდენტებისათვის / ალექსი გორგიძე. -თბილისი : განათლება, 1990
  • 1978 - შრომის წითელი დროშის ორდენი
  • 1969 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
  • 1957 - საბჭოთა კავშირის უმაღლესი და საშუალო სპეციალური განათლების სამინისტროს სიგელები
  • 1947 - საპატიო ნიშნის ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: