The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გელა ჩარკვიანი

გელა ჩარკვიანი
დაბადების თარიღი:1 მარტი, 1939  (79 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, ფილოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

სწავლობდა საქართველოს სახელმწიფო პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტზე. 1963 წელს დაამთავრა თბილისის უცხო ენათა ინსტიტუტი. 1970 წელს იყო მიჩიგანის უნივერსიტეტის სტაჟიორი.

მისი კარიერა საქართველოს ტელევიზიიდან იწყება, 1976-1994წწ. სატელევიზიო გადაცემა "გლობუსის" წამყვანია; 1995-2003წწ. საგარეო პოლიტიკის საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველი; 2005 წელს დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაში საქართველოს წარმომადგენელი, ხოლო 2006 წლიდან ელჩი; დიპლომატიური საქმიანობა 2011 წელს შეწყვიტა. ინტერესის სფეროთა მრავალრიცხოვნობის მიუხედავად, ყველაზე მეტად მუსიკა იტაცებს. მისი საფორტეპიანო მინიატურების CD გამოიცა 2001 წელს, ხოლო ადრეული ნამუშევრები - 2006 წელს. თანამედროვე ქართულ ენაზე თარგმნა შექსპირის "მეფე ლირი". მისი ცხოვრების თერთმეტ წლიანი ეპიზოდის(1997-2008) საჯარო გამოსვლების ნაწილი წიგნად გამოიცა(ინგლისურ ენაზე). წიგნში ევრაზიის მნიშვნელოვანი თემები ფართოდ განიხილება, განსაკუთრებული ყურადღება კი სამხრეთ კავკასიის რეგიონს ეთმობა.

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –თბ., 1998-1999. - გვ. 359

          http://ka.wikipedia.org/wik


ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საზღვარგარეთის ქვეყნებთან კულტურული ურთიერთობის საქართველოს საზოგადოება, თავმჯდომარის მოადგილე (1984-1992)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2013 - თბილისის საპატიო მოქალაქე
  • 2013 - წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენი
  • 2011 - ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი
  • 1998 - ღირსების ორდენი

ბიბლიოგრაფია

  • ნაგერალა : ჩანაწერები (ავტორი). - თბილისი, ინტელექტი, 2015. - 172გვ.. - ISBN: 978-9941-458-33-0
  • ნარგიზა : მუს. დრამა 2 მოქმედებად (ავტორი). - თბილისი, არტანუჯი, 2013. - 76გვ.. - ISBN: 978-9941-445-40-8
  • ინტერვიუ მამასთან : კანდიდ ჩარკვიანი სტალინის, ბერიას და გვიანდელი სტალინური ეპოქის საქართველოს შესახებ (ავტორი). - თბილისი, არტანუჯი, 2013. - 128გვ.. - ISBN: 978-9941-445-33-0

გააზიარე: