The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თამარ გაბარაშვილი

თამარ გაბარაშვილი
დაბადების თარიღი:22 ივლისი, 1937  (86 წლის)
კატეგორია:მუსიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

1962 წელს დაამთავრა მოსკოვის კონსერვატორია (ჩელოს კლასი), 1966 წელს ასპირანტურა.

1954–1956წწ. სწავლობდა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში ჩელოს სპეციალობაზე; 1966 წლიდან იყო "მოსკონცერტის" სოლისტი; 1986 წლიდან არის თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგი, 1987 წლიდან სიმებიან საკრავთა კათედრის გამგე. მისი საშემსრულებლო ხელოვნებისათვის დამახასიათებელია მაღალი პროფესიონალიზმი, ემოციურობა, მუსიკალობა. რეპერტუარში აქვს ბახის, ბეთჰოვენის, ჰაიდნის, ლ. ბოკერინის, ბრიტენის, შოსტაკოვიჩის, პროკოფიევის, ა. შნიტკეს, სულხან ცინცაძის, სულხან ნასიძის ნაწარმოებები. ვიოლონჩელისტი. არის ჰელსინკის საერთაშორისო კონკურსის ოქროს მედალის (1962), პაბლო კაზალისის სახელობის კონკურსის III პრემიის მფლობელი (1963, ბუდაპეშტი); კლასიკური მუსიკის პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის 2015 წელს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს სპეციალური ჯილდო "ხელოვნების ქურუმის" წოდება მიენიჭა.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.516; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.52

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1999 - ღირსების ორდენი
    ქართული მუსიკალური კულტურის განვითარებაში, მის პოპულარიზაციაში, ახალგაზრდა მუსიკოსთა აღზრდაში შეტანილი პირადი დიდი წვლილისა და ნაყოფიერი შემოქმედებითი მოღვაწეობისათვის
  • 1995 - საქართველოს სახელმწიფო პრემია
  • 1981 - საქართველოს სახალხო არტისტი
  • 1966 - პეტრე ჩაიკოვსკის სახელობის საერთაშორისო კონკურსი (IV პრემია (მოსკოვი))

გააზიარე: