The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ალექსანდრე გაბაშვილი

დაბადების თარიღი:22 იანვარი, 1875
გარდაცვ. თარიღი:27 იანვარი, 1937  (62 წლის ასაკში)
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა გენერალური შტაბის აკადემია 1902 წელს.

1904–1905წწ. მონაწილეობდა რუსეთ–იაპონიის ომში; 1906–1913წწ. მსახურობდა ირკუტსკის, თურქესტანის სამხედრო ოლქებში; 1914–1918წწ. მონაწილეობდა I მსოფლიო ომში; 1918 წლიდან დაინიშნა მე–11 წითელი არმიის შტაბში. 1920 წლიდან იყო აზერბაიჯანის სსრ სამხრეთ საზღვრის სახალხო კომისარიატის სამხედრო ნაწილის უფროსი. მას დავალებული ჰქონდა აზერბაიჯანის წითელი არმიის ჩამოყალიბება. 1923–1928წწ. იყო ამიერკავკასიის საგანგებო კომისიის ჯარების შტაბში ხელმძღვანელ თანამდებობებზე. 1928 წელს თადარიგში გავიდა. ეწეოდა სამხედრო–პედაგოგიურ მოღვაწეობას. რეპრესირებულია. სიკვდილის შემდეგ რეაბილიტირებული.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.516


გააზიარე: