The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ივანე გორგიძე

ივანე გორგიძე
დაბადების თარიღი:12 ივნისი, 1942
გარდაცვ. თარიღი:17 დეკემბერი, 2020  (78 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1964 წელს.

1965-1967წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გამოთვლით ცენტრში; 1967-1971წწ. სსრკ მეცნიერებათა აკადემიის მართვის პრობლემების ინსტიტუტში; 1978 წლიდან არის მისივე თაოსნობით შექმნილი ინფორმატიზაციის სამეცნიერო–კვლევითი ცენტრის დირექტორი; მისი სამეცნიერო შრომები ეხება მეცნიერებისა და ტექნიკურ ისტორიას, მართვის პრობლემებს, მართვის სისტემებს, ორგანიზაციული სისტემების აგებასა და მართვას; არის აქტიური სისტემების მართის თეორიის ერთ–ერთი დამფუძნებელი. მიღებული აქვს სსრკ მინისტრთა საბჭოს პრემია (1986). მეცნიერი ინფორმატიზაციის დარგში, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1990), პროფესორი (1990).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.103; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი: gtu.geწიგნი ღირსებისა: ტ. 5/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.281

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საერთაშორისო საინჟინრო აკადემია, ნამდვილი წევრი (1992-)
  • საქართველოს საინჟინრო აკადემია, ერთ–ერთი დამფუძნებელი (1992-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2000 - ღირსების ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: