The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გია ბურჯანაძე

გია ბურჯანაძე
ოფიციალური სახელი:გიორგი ბურჯანაძე
დაბადების თარიღი:3 მაისი, 1961  (57 წლის)
კატეგორია:მსახიობი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1981 წელს; 1995 წელს საქართველოს სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტი.

1987-1980წწ. კინომსახიობთა თეატრის მსახიობი; 1981 წელს კ. მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი; 1984-1985წწ. ფოთის ვ. გუნიას სახელობის სახელმწიფო თეატრის მსახიობი; 1985 წლიდან კ. მარჯანიშვილის თეატრის მსახიობია. მონაწილეობდა სპექტაკლებში: "ოთარაანთ ქვრივი", "ანა კარენინა", "შენსკენ სავალი გზები", "გრაალის მცველნი", "მეფე ლირი", "დიდოსტატის მარჯვენა", "მედეა" და სხვ.; ფილმებში: "წიგნი ფიცისა", "თეთრი ბაირაღები", "დუბროვსკი", "პრემიერა", "ცეცხლთან თამაში", "დიმიტრი მეორე" და სხვ.

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. -თბ., 1996-97. -გვ.47

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • სახალხო კრების აღმასრულებელი საბჭო, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საქართველოს დამსახურებული არტისტი
  • კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემია

გააზიარე: