The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გიგო გაბაშვილი

გიგო გაბაშვილი
Legal name:გიორგი გაბაშვილი
Date of birth:21 November, 1862
Date of death:28 October, 1936  (at 73 years)
Burial location:ვაკის სასაფლაო, თბილისი
Category:Painter

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ციხისძირი, ქობულეთის რაიონი.

1882–1883წწ. სწავლობდა თბილისში, კ. კეპენის კერძო სამხატვრო სკოლაში, თანამშრომლობდა ფ. რუმბოსთან, რომელიც თბილისის სამხედრო–ისტორიული მუზეუმისათვის ხატავდა სურათებს; 1886–1888წწ. სწავლობდა პეტერბურგის სამხატვრო აკადემიაში; 1894–1807წწ. მიუნხენის სამხატვრო აკადემიაში. 1898 წელს იყო იტალიასა და საბერძნეთში; სამხატვრო ასპარეზზე გამოვიდა 1888 წლიდან; 1891 წელს თბილისში გახსნა პერსონალური გამოფენა; 1897 წელს დააარსა სამხატვრო სტუდია; 1900 წლიდან ასწავლიდა "ნატიფი ხელოვნების წამახალისებელი კავკასიის საზოგადოების" ხატვის სკოლაში, 1901 წლიდან იყო ამ სკოლის დირექტორი. ფერმწერი; თბილისის სამხატვრო აკადემიის ერთ–ერთი დამმარსებელი და პირველი პროფესორი (1922). ახალი ქართული რეალისტური მხატვრობის ერთ–ერთი  ფუძემდებელი; მან შექმნა მთელი სერია ქართული კულტურის მოღვაწეთა პორტრეტებისა ილია ჭავჭავაძე (1907-1908), აკაკი წერეთელი (1913), გრიგოლ ორბელიანი (1913). გ. გაბაშვილის ცნობილი ნამუშევრებია: "უცნობი ქართველი თავადი", "გრძელულვაშებიანი თავადი"(საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი), "სამი გენერალი" (1910, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია), "მძინარე ხევსური" (1898), "მთვრალი ხევსური" (1899), "მთვრალი ხევსურები" (1899), "სამი მოქალაქე" (1893), "ალავერდობა" (1899), "განთიადზე სასაფლაოს ეკლესიასთან" (1904), "ბოსტანში" (1891), "არხოტის დაცვა" (1898-1901), "წვიმის შემდეგ" (1891), "ბაზარი სამარყანდში" (1894), "დივანბეგის აუზი ბუხარაში", (1895, საქართველოს სახელმწიფო მუზეუმი).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.516

Member of Organizations

  • თბილისის სამხატვრო აკადემია, ერთ-ერთი დამაარსებელი

Awards and Honors

  • 1929 - საქართველოს სახალხო მხატვარი

Share: