The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ფარსადან გორგიჯანიძე (გიორგიჯანიძე)

დაბადების თარიღი:1626
გარდაცვ. თარიღი:1696  (70 წლის ასაკში)
კატეგორია:ისტორიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. გორი.

10 წლის ასაკიდან იზრდებოდა ქართლის მეფე როსტომის კარზე, სადაც სრულყოფილად შეისწავლა სპარსული ენა; 1656 წელს იგი როსტომის წარდგინებით შაჰ აბას II-მ სეფიანთა სახელმწიფო დედაქალაქის – ისპანიის ტარუღად (მოურავად) დანიშნა, მაგრამ მალე ეშიკახასბაშის (საპოლიციო უწყების უფროსი) თანამდებობაზე გაამწესეს; მან ირანში 40 წელი გაატარა და არაერთი განსაცდელი გადაიტანა; ირანში ყოფნის დროს ეწეოდა ნაყოფიერ ლიტერატურულ და სამეცნიერო საქმიანობას: მონაწილეობა მიიღო "შაჰ–ნამეს" ქართული ვერსიების გადაწერასა და გალექსვა–რედაქტირებაში; შეადგინა ქართულ–არაბულ–სპარსული ლექსიკონი; ქართულად თარგმნა "მუსულმანთ სასჯულო წიგნი ჯამი–აბასი"; მისი მთავარი თხზულებაა "საქართველოს ცხოვრება"; თხზულება დაწერილია ირანში და როგორც ჩანს დამთავრებულია 1694 წლის I ნახევარში; მასში მოთხრობილია საქართველოსა და მეზობელი ქვეყნების ისტორია, ქართლში ქრისტიანობის გავრცელებიდან XVII საუკუნის დასარულამდე; თხზულება იყოფა 4 ნაწილად; გამოქვეყნებულია მხოლოდ III და IV ნაწილები; IV ნაწილი თარგმნილია ფრანგულად; მწიგნობარი და ისტორიკოსი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.103

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: