The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



შოთა გორგოძე

შოთა გორგოძე
დაბადების თარიღი:10 ნოემბერი, 1931
გარდაცვ. თარიღი:1 მარტი, 2020  (88 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:წავკისის სასაფლაო, თბილისი
კატეგორია:თანამდებობის პირი, სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ზედა ილემი, ზესტაფონის რაიონი.

დაამთავრა თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინრების ინსტიტუტი 1950 წელს.

მუშაობდა ქარხანა "ელექტროგამშვებში" საკონსტრუქტორო ბიუროს უფროსად; 1963-1965წწ. საქართველოს კპ თბილისის პირველი მაისის რაიკომის ინსტრუქტორად; 1965 წლიდან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განყოფილების უფროსად; სამმართველოს უფროსის მოადგილედ; სამმართველოს უფროსად; 1977-1986წწ. მინისტრის მოადგილედ; 1986-1990წწ. იყო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი; 1994-2000წწ. საქართველოს შშს აკადემიის რექტორი; შინაგანი სამსახურის გენერალ–ლეიტენანტი (1988).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.104; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.301; საქართველოს ნეკროპოლი: geonecropol.com

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • პედაგოგიურ მეცნიერებათა და საერთაშორისო ინფორმატიკის აკადემია, წევრი
  • საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭო, დეპუტატი (1987-1990)
  • სპორტსაზოგადოება "დინამო", თავმჯდომარე (1985-1990)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1998 - ღირსების ორდენი
    საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის კურსანტთა მაღალკვალიფიციური კადრების მომზადებაში შეტანილი პირადი წვლილისათვის
  • ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენი

გააზიარე: