შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გურამ გაბაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ.თბილისი. დაამთავრა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტი 1942 წელს. 1942–1949წწ. იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვარძიის მუზეუმ–ნაკრძალის მეცნიერ–თანამშრომელი; 1951–1953წწ. მუშაობდა ყაზახეთში; 1953 წლიდან "საქსოფლმშენსახპროექტში"; 1969–1972წწ. იყო საპროექტო ინსტიტუტის მთავარი არქიტექტორი. მისი ძირითადი ნამუშევრებია: მიწათმოქმედების კვლევითი ინსტიტუტი სოფელ წეროვანში(1963), საქართველოს სასოფლო–სამეურნეო ინსტიტუტი(1969), ბორჯომის საკურორტო პოლიკლინიკა(1987), ტაჯიკეთში ქალაქ ქულაბის საოლქო საავადმყოფო(1988) და სხვ. მიღებული აქვს სსრკ მინისტრთა საბჭოს პრემია (1972). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.516; წიგნი ღირსებისა: ტ. 5/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.219 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |