The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გურამ გაბაშვილი

გურამ გაბაშვილი
დაბადების თარიღი:25 ივლისი, 1919
გარდაცვ. თარიღი:2014  (94 წლის ასაკში)
კატეგორია:არქიტექტორი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ.თბილისი.

დაამთავრა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტი 1942 წელს.

1942–1949წწ. იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვარძიის მუზეუმ–ნაკრძალის  მეცნიერ–თანამშრომელი; 1951–1953წწ. მუშაობდა ყაზახეთში; 1953 წლიდან "საქსოფლმშენსახპროექტში"; 1969–1972წწ. იყო საპროექტო ინსტიტუტის მთავარი არქიტექტორი. მისი ძირითადი ნამუშევრებია: მიწათმოქმედების კვლევითი ინსტიტუტი სოფელ წეროვანში(1963), საქართველოს სასოფლო–სამეურნეო ინსტიტუტი(1969), ბორჯომის საკურორტო პოლიკლინიკა(1987), ტაჯიკეთში ქალაქ ქულაბის საოლქო საავადმყოფო(1988) და სხვ. მიღებული აქვს სსრკ მინისტრთა საბჭოს პრემია (1972).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.516; წიგნი ღირსებისა: ტ. 5/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.219

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2000 - ღირსების ორდენი
  • 1971 - საქართველოს დამსახურებული არქიტექტორი

გააზიარე: