The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თენგიზ შუბლაძე

თენგიზ შუბლაძე
დაბადების თარიღი:7 ივლისი, 1953  (70 წლის)
კატეგორია:მეცნიერი, პედაგოგი, სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. სამტრედია.

დაამთავრა თბილისის საარტილერიო სასწავლებელი 1975 წელს; 1989 წელს  ქ. მოსკოვის სამხედრო-საინჟინრო აკადემია.

1975-1992წწ. მუშაობდა საბჭოთა კავშირის თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული სხვადასხვა სამეთაურო და საშტატო თანმდებობებზე; 1992-2000წწ. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული სამხედრო აკადემიის რექტორად; 2000-2002წწ. სამშენებლო ძალების სარდლად ცხინვალის რეგიონში; 2002-2004წწ. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების და სამოქალაქო თავდაცვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ;2004 წლიდან არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნაგებობების, სპეციალური სისტემებისა და საინჟინრო უზრუნველყოფის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი.

სადოქტორო დისერტაციის თემა - "საქართველოს შეიარაღებული ძალების ისტორია და მისი ჩამოყალიებების პრობლემები თანამედროვე ეტაპზე", დაიცვა 1998 წელს.

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – 1998-1999. - გვ.356; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნაგებობების, სპეციალური სისტემებისა და საინჟინრო უზრუნველყოფის ინსტიტუტი:gtu.geწიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.45

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1993 - ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: