The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი გორდაძე

დაბადების თარიღი:13 ივნისი, 1897
გარდაცვ. თარიღი:12 აპრილი, 1979  (81 წლის ასაკში)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ხონის რაიონი, სოფელი კუხი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი 1924 წელს.

1924-1925წწ. მონაწილეობდა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მალარიის ეპიდემიოლოგიური კერების ჩამქრობ ექსპედიციებში; 1941-1946წწ. განაგებდა ამიერკავკასიის ფრონტის სანიტარულ–ეპიდემიოლოგიური სადგურის მალარიის საწინააღმდგე განყოფილებას; 1946-1953წწ. იყო ს. ვირსალაძის სახელობის მალარიისა და სამედიცინო პარაზიტოლოგიის ინსტიტუტის ეპიდემიოლოგიური განყოფილების გამგე; 1953-1973წწ. ამავე ინსტიტუტის ჰელმინთოლოგიური განყოფილების გამგე; 1973 წლიდან გარდაცვალებამდე მეცნიერ–კონსულტანტი; შეისწავლა მალარიისა და ჰელმინთოზების ეპიდემიოლოგიის საკითხები, ამ დაავადების წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდები; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები; პარაზიტოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1958), პროფესორი (1959).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.105

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1962 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე

გააზიარე: