The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დავით გაბაშვილი

დავით გაბაშვილი
სხვა სახელი:დუდა
დაბადების თარიღი:18 ნოემბერი, 1914
გარდაცვ. თარიღი:9 მარტი, 1995  (80 წლის ასაკში)
კატეგორია:მოქანდაკე, მხატვარი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია 1939 წელს.

იყო თბილისის სამხატვრო აკადემიის პედაგოგი, გრაფიკოსი, ფერმწერი, პროფესორი(1967). მისი ძირითადი ნამუშევრებია: ფერწერა–"ქალის პორტრეტი"(1941), "ქალიშვილის პორტრეტი"(1949), "ნატურმორტი ქოთნით"(1950), "სვანი ბიჭი"(1951), "თამარ მეფე"(1956). ქანდაკება–დავით კაკაბაძის(1967), იოსებ გაბაშვილის(1970), გიორგი ჩუბინაშვილის(1980) სკულპტურული პორტრეტები(საქართველოს სურათების გალერეა). 1950–1970წწ. მოღვაწეობდა წიგნის გრაფიკის დარგში. გაფორმებული აქვს ვახტანგ ბერიძის "სამცხის ხუროთმოძღვრება"(1955), "თბილისის ხუროთმოძღვრება"(1960–1963), "ძველი ქართველი ოსტატები"(1967), "ძველი ქართული ხუროთმოძღვრება"(1974), ნიკოლოზ ბარათაშვილის(1956), ილია ჭავჭავაძის(1950), ალექსანდრე ყაზბეგის(1942) ნაწარმოებთა ილუსტრაციები  და სხვ.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.516; elfiles.emis.ge გვ.187

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1985 - საქართველოს სახალხო მხატვარი

გააზიარე: