The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი გორდაძე

გიორგი გორდაძე
დაბადების თარიღი:2 აპრილი, 1911
გარდაცვ. თარიღი:30 აგვისტო, 1976  (65 წლის ასაკში)
კატეგორია:მეცნიერი, პედაგოგი, ფიზიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ხონის რაიონი, სოფელი კუხი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1930 წელს.

1934 წელს მუშაობა დაიწყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში; 1935-1937წწ. იყო ამავე უნივერსიტეტის თეორიული ფიზიკის კათედრის გამგე; 1936-1937წწ. ფიზიკის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი; 1947-1954წწ. მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფიზიკისა და გეოფიზიკის ინსტიტუტში; 1948-1955წწ. პარალელურად ა. პუშკინის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში; 1954-1976წწ. საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში; არის საქართელოში კვანტური ქიმიის ფუძემდებელი; ფიზიკა–მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (1960), პროფესორი (1961).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.105

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: