The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ვასილ გაბაშვილი

ვასილ გაბაშვილი
Date of birth:30 March, 1853
Date of death:17 March, 1933  (at 79 years)
Category:Military Person

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის კლასიკური გიმნაზია.

1870 წელს ჩაირიცხა თბილისის სამხედრო სასწავლებელში; 1877–1878წწ. რუსეთ–თურქეთის ომის დროს მეთაურობდა სამხედრო შენაერთებს; 1914–1918წწ. მონაწილეობდა I მსოფლიო ომში, 1915 წლიდან დასავლეთის ფრონტზე კავკასიის გრენადერთა დივიზიას მეთაურობდა; 1916  წლიდან იყო თბილისის კომენდანტი; 1921 წლიდან მუშაობდა საქართველოს სამხედრო სასწავლებლების დაწესებულებათა სამმართველოში. იგი მრავალმხრივი მოღვაწე იყო. მორალურად და მატერიალურად ეხმარებოდა ხელმოკლე და ღარიბ ქართველ მოსწავლეებს. მნიშვნელოვანი ფულადი სახსრებით ხელს უწყობდა ჟურნალ–გაზეთებისა და წიგნების გამოცემის საქმეს. მან თავისი გლეხები ბეგარა–გადასახადებისაგან გაათავისუფლა. ეხმარებოდა მათ მიწების შეძენაში. დიდ მზრუნველობას იჩენდა ქართველი კათოლიკების მიმართ. წინააღმდეგობა გაუწია გორის მაზრაში, ტირიფონის ველიდან ქართველი გლეხობის აყრას და იქ  სამხედრო პოლიგონის მოწყობას. საზოგადო და სამხედრო მოღვაწე. ინფანტერიის გენერალი (1913).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.517; საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921): ენციკლოპედია -ლექსიკონი. -თბ., 2018.-გვ.80 

Awards and Honors

  • წმინდა ვლადიმირის IV ხარისხის ორდენი
  • წმინდა ვლადიმირის III ხარისხის ორდენი
  • წმინდა გიორგის IV ხარისხის ორდენი

Share: